ვინ ვართ

ეისითი კვლევა (ACTR) არის წამყვანი მარკეტინგული კვლევითი კომპანია, რომელიც გლობალური მასშტაბით ოპერირებს 3 კონტინენტზე, 35 ქვეყანაში. ACTR სპეციალიზებულია მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკაში, სტრატეგიულ კვლევებსა და თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებში.

ვენ ვართ ACT Global-ის ჯგუფის წევრი, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა საქართველოში და სამი ქვებრენდით არის წარმოდგენილი: ACT Global (მენეჯმენტ კონსალტინგი), ACTR (კვლევა) და ACT Institute (ბიზნეს-განათლება). 

ACTR-ში 20 წელზე მეტია ვიკვლევთ და ვაანალიზებთ სხვადასხვა ინდუსტრიასა და ბაზარს, ვაგროვებთ ისტორიულ მონაცემებს, რაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ტენდენციები, ავხსნათ ბაზრის, ბრენდისა თუ მომხმარებლის ქცევის დინამიკა და გავაკეთოთ სანდო პროგნოზები.  ბიზნესისა და მარკეტინგის სფეროში დაგროვებული კომპეტენცია კი გვეხმარება მონაცემები გარდავქმნათ ღირებულ ინსაიტებადა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებად, რომლებიც რეალურ შედეგებს იძლევა. 

3 კონტინენტზე

ეისითი 2002 წლიდან

35 ქვეყანაში

ჩვენი მისიაა – მონაცემები გავხადოთ ხელმისაწვდომი და გამოყენებადი ყველასთვის, ვისაც დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება სურს.

ჩვენი ხედვაა – გავხდეთ რეგიონის წამყვანი ციფრული კვლევითი-ანალიტიკური კომპანია, რომელიც დაეხმარება ორგანიზაციებსა და მათ ლიდერებს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში ხელმისაწვდომი, დროული და სანდო ინსაიტებით.

ცნობისმოყვარეობა
ცნობისმოყვარეობა ჩვენი მამოძრავებელი ძალაა – ის, რაც გამუდმებით გვიბიძგებს შევისწავლოთ, ვიკვლიოთ და დავინახოთ მეტი, ვიდრე ჩანს. სწორედ ამ მუდმივ ინტერესზე დაყრდნობით ვპოულობთ ღირებულ ინსაიტებს და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რომელიც კლიენტებს საუკეთესო შედეგების მიღებაში ეხმარება.

ეფექტიანობა
დღეს ისე, როგორც არასდროს, ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი ხდება რესურსების მინიმალური დანახარჯებით, მაქსიმალური შედეგების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, ჩვენ ფოკუსირებული ვართ კლიენტებმა მიიღონ ზუსტი, სწრაფი და ღირებული შედეგები. 

პროფესიონალიზმი
ჩვენ ვმუშაობთ მაღალი ეთიკური სტანდარტებით და ვცდილობთ სრულყოფილებას ყოველი პროექტის ფარგლებში. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი ექსპერტებით, რომლებიც პროფესიონალიზმს ავლენენ როგორც მონაცემთა ანალიზის პროცესში, ისე კლიენტებთან კომუნიკაციისას. 

მხარდაჭერა
მხარდაჭერა, კოლაბორაცია, პარტნიორობა – ის ძირითადი პრინციპებია, რომელიც გვეხმარება ავაშენოთ ნდობაზე დაფუძნებული, მყარი ურთიერთობები როგორც გუნდის შიგნით, ისე კლიენტებსა და პარტნიორებთან. გვჯერა, რომ ნდობა და თანადგომა ქმნის იმ გარემოს, სადაც ყველა მხარე ერთიან მიზანს, გაზიარებულ წარმატებას ემსახურება.  

ინოვაცია
ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ მიდგომებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც ჩვენს კვლევებს კიდევ უფრო ღირებულსა და თანამედროვეს გახდის. მონაცემთა ანალიტიკის, ხელოვნური ინტელექტის (AI) და ციფრული ინსტრუმენტების დახმარებით ვქმნით მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს. 

მონაცემებზე დაფუძნებით: ყველა გადაწყვეტილება კარგად გაანალიზებულ მონაცემებზე დაყრდნობით არის მიღებული.

კლიენტთან მჭიდრო კომუნიკაციით: გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია კლიენტთან და ვითვალისწინებთ მის სურვილებს თითოეულ ეტაპზე.

თანამედროვე ტექნოლოგიებით: ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს, რაც უზრუნველყოფს ეფექტურობასა და სიზუსტეს.

ეჯაილური მიდგომით: სწრაფად ვრეაგირებთ ცვლილებებზე და ვახდენთ ადაპტაციას ახალ გარემოებებთან.