ბაზრის და მისი ტენდენციების ანალიზი

წარმატებული ბიზნესგადაწყვეტილებები ბაზრის სრულყოფილ ანალიზსა და ცოდნაზეა დამოკიდებული. განვითარების რომელ ეტაპზეც არ უნდა იყოს ბიზნესი – სტარტაპის, ზრდის, აყვავებისა თუ განახლების –  ბაზართან დაკავშირებული ინფორმაცია უაღრესად მნიშვნელოვანია.

„ACT კვლევა“ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებს (პარტნიორებს),  ბიზნესის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, სთავაზობს მათთვის საჭირო ბაზრის კვლევასა და  სიღრმისეულ ანალიზს.

კვლევა წარმოებს როგორც პირველადი, ისე მეორადი და განსაკუთრებულად იშვიათი მონაცემების მოპოვებით, რაც დაგეხმარებათ

განსაზღვროთ ბაზარზე შესვლის სტრატეგია

დაგეგმოთ ბიზნესის გაფართოება

შეაფასოთ კონკურენტული გარემო

მოიძიოთ ბიზნესპარტნიორები

გააძლიეროთ საქმიანობის სუსტი მხარეები

დანერგოთ სიახლეები

ბაზრის ანალიზისა და ტენდენციების შესწავლით პარტნიორები შეძლებენ კონკურენტული გარემოს სათანადოდ შეფასებას,  მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაბამისი სამოქმედო გეგმის დასახვას, მოსალოდნელი შედეგების გათვლასა და სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებას, რაც,  თავის მხრივ,  წარმატებული ბიზნესის საწინდარია.

ბაზრისა და მომხმარებელთა სეგმენტაცია

ბიზნესის წარმატებულად წარმოებისათვის მნიშვნელოვანია, კომპანიებმა ზედმიწევნით კარგად განსაზღვრონ გარკვეულ ბიზნესსექტორში არსებული თუ პოტენციური შესაძლებლობები და ზუსტად შეარჩიონ პროდუქტისა თუ სერვისის მიწოდების სამიზნე აუდიტორია. სათანადო ინფორმაციის ფლობით მათ შეუძლიათ უპირატესობა მოიპოვონ კონკურენტებთან შედარებით და დანერგონ საუკეთესო პრაქტიკა უკეთესი შედეგების მისაღწევად.

„ACT კვლევა“ ბიზნესის პარტნიორებს სთავაზობს ბაზრისა და მომხმარებლების სეგმენტების კვლევას, აწვდის ინფორმაციას ბაზარზე პროდუქტის გავრცელების არეალის,  სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის საჭიროების, გემოვნების, თავისებურებების შესახებ. სამომხმარებლო ბაზრის სეგმენტაცია შესაძლოა განხორციელდეს როგორც დესკრიპტული (გეოგრაფიული და დემოგრაფიული) მახასიათებლების მიხედვით, ისე ქცევის (სამომხმარებლო ქცევა და ფსიქოტიპები) თვალსაზრისით.

მიღებული ინფორმაცია კომპანიებს მისცემს საშუალებას, ზუსტად განსაზღვრონ თავიანთი პროდუქტისა თუ სერვისის გამოყენების არეალი და სამიზნე ჯგუფები, მომხმარებლების საჭიროებაზე გათვალონ და მოარგონ მათ პროდუქტის მახასიათებლები,  რაც ბიზნესის საქმიანობას უფრო მარტივსა და ეფექტიანს გახდის.