
სერვისის კვლევები
სერვისი არ არის მხოლოდ ფუნქციური პროცესების კრებული — ის არის გამოცდილება, რომელსაც მომხმარებელი გრძნობს და ახსოვს.
ACTR-ის სერვისზე ორიენტირებული კვლევები გეხმარებათ დაინახოთ თქვენი სერვისი მომხმარებლის თვალით: რამდენად ადვილი, მოსახერხებელი და სასიამოვნოა ის, სად ხვდება მომხმარებელი ბარიერებს და როგორ შეიძლება გახადოთ მომსახურება მეტად ადამიანური და კომფორტული.
თანამედროვე მომხმარებელი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ „სწორი მომსახურებით“. მას სურს კეთილგანწყობილი, სწრაფი და ჭკვიანური სერვისი, რომელიც მის საჭიროებებს ჯერ განჭვრეტს და შემდეგ შესაბამისად მოემსახურება. ის ეძებს ბრენდს, რომელსაც ესმის, პატივს სცემს, აცნობიერებს მის საჭიროებებსა და ღირებულებებს. სწორედ ამიტომ, დღეს ბიზნესების უმთავრესი ამოცანაა - მომხმარებლისთვის გამოცდილება აქციონ მთავარ პროდუქტად