შიდა ორგანიზაციული კვლევები

ACT კვლევა სიღრმისეულად აანალიზებს  ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების დინამიკას, რათა  კომპანიებს შესთავაზოს  მართვის ის საჭირო ბერკეტები, რომლებიც აუცილებელია სწრაფცვალებად გარემოში ადაპტირებისათვისა და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის, რაც, თავის მხრივ, წარმატების საწინდარია. ჩვენი ექსპერტიზა კონცენტრირებულია ისეთი კრიტიკული საკითხების ხელშეწყობაში, როგორებიცაა:

  • თანამშრომელთა გამოცდილების (EX) გაუმჯობესება;
  • თანამშრომელთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა;
  • დამსაქმებლის ბრენდინგის გაძლიერება;
  • ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივების უმტკივნეულოდ დანერგვა.

მონაცემთა მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით ჩვენ ორგანიზაციებს ვაძლევთ შესაძლებლობას, სრულად აითვისონ თავიანთი პოტენციალი.

დამსაქმებლის ბრენდინგის კვლევა ეხმარება კომპანიებს, განსაზღვრონ და განავითარონ ის ღირებულებები, რომლებიც არა მხოლოდ იზიდავს, არამედ ინარჩუნებს მაღალკვალიფიციურ ტალანტებს.  მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე ჩვენ ვქმნით  რელევანტურ სტრატეგიებს, რომლებიც მიმართულია კომპანიებში მიმზიდველი სამუშაო გარემოს შექმნასა და გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა ლოიალობის მოპოვებაზე,  ბრენდის ცნობადობის გაზრდასა  და მის უნიკალურად ქცევაზე.

კვლევის მოდელი : კვლევის მოდელი ეფუძნება ბრენდის კაპიტალის საერთაშორისო კონცეფციას (Keller’s Brand Equity Model;), რომლის ადაპტაციაც ეისითის გუნდმა მრავალწლიან კვლევით გამოცდილებაზე დაყრდნობით მოახდინა. მოდელი შედგება შემდეგი საფეხურებისგან: 1. ბრენდის ცნობადობა და თვალსაჩინოება; 2. იმიჯი; 3. ბრენდის პოზიციები EVP-ის ძირითადი კომპონენტების მიხედვით; 4. ადვოკატირება

ძირითადი შედეგები:

  • თანამშრომლების შეხედულებებსა და კორპორატიულ ღირებულებებს შორის შესაბამისობის ანალიზის შედეგების გაზიარება;
  • დასაქმების სტრატეგიების გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების გაწევა;
  • ქმედითი ნაბიჯების განსაზღვრა სამუშაო ადგილის კულტურის გასაუმჯობესებლად და საუკეთესო ტალანტის მოსაზიდად.

ბრენდინგის გაუმჯობესებით ორგანიზაციები  არა მხოლოდ ამყარებენ საკუთარ პოზიციებს ბაზარზე, არამედ აძლიერებენ თავიანთი კომპანიების ინდივიდუალიზმს, რაც თანამშრომლების ლოიალობის გაზრდისა და ახალი ტალანტების მოზიდვის საწინდარია.

კმაყოფილი თანამშრომელი კომპანიის  წარმატებული საქმიანობის წინაპირობაა, მაშინ, როცა  უარყოფითი  გამოცდილების მქონე თანამშრომელმა  შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს კომპანიის როგორც ყოველდღიურ ოპერაციებს, ისე გრძელვადიან მიზნებს. თანამშრომელთა გადინება, ინოვაციების ნაკლებობა და ბრენდის იმიჯის დაზიანება მცირეა იმ პრობლემათა ჩამონათვალიდან, რასაც ნეგატიური გამოცდილება იწვევს.

ACT კვლევის EX დიაგნოსტიკა მიზნად ისახავს თანამშრომელთა  ემოციურ კავშირებსა და გამოცდილებაზე  დამყარებული ფაქტორების იდენტიფიცირებას.

მიღებული ინსაითების საფუძველზე, თითოეული ეტაპისთვის ვქმნით შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებიც ორგანიზაციებს  ეხმარება მდგრადი კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ჩვენი მოდელი აანალიზებს თანამშრომლის სასიცოცხლო ციკლს და მასში შემავალ საკვანძო წერტილებს (Touchpoints) ექვს ძირითად ეტაპზე:

  • შერჩევა
  • ადაპტაცია
  • ჩართულობა
  • განვითარება
  • წახალისების სისტემები
  • დამშვიდობება

მეთოდოლოგია და პროცესი:

კვლევის ფარგლებში შეისწავლება ორგანიზაციაში არსებული EX სისტემები და მიღებული პრაქტიკა.  მეთოდოლოგია მოიცავს:

  • რაოდენობრივ კვლევას თანამშრომელთა გამოცდილების თვალსაზრისით;
  • სიღრმისეულ ინტერვიუებს თანამშრომლებთან მათი ემოციური კავშირების დასადგენად.

ძირითადი შედეგები:

  • თანამშრომელთა სასიცოცხლო ციკლის ეფექტურობის კომპლექსური ინდექსი, რომელიც ორგანიზაციას ეხმარება პროცესების შეფასებასა და გაუმჯობესებაში.
  • პოზიტიური და ნეგატიური ფაქტორების დეტალური იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენენ თანამშრომელთა კმაყოფილებაზე.
  • მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციები, რომლებიც ეხმარება ორგანიზაციებს თანამშრომლების ბრენდის ამბასადორებად გარდაქმნაში.

მიღებული შედეგების საფუძველზე, ორგანიზაციებს შეუძლიათ ოპტიმიზაცია გაუკეთონ თანამშრომელთა გამოცდილების ყველა ეტაპს, გააძლიერონ ჩართულობა და მიაღწიონ გრძელვადიან წარმატებას.

ACT კვლევის გამოცდილება და კვლევები ცხადყოფს, რომ თანამშრომელთა კეთილდღეობის უგულებელყოფა ხშირად ხდება ორგანიზაციის წარუმატებლობისა და პრობლემების მთავარი მიზეზი. გადაჭარბებულად უარყოფითი ემოციები იწვევს მოტივაციის დაქვეითებას, საქმიანობაში ჩართულობის შემცირებასა და გუნდურობის რღვევას. ემოციური დისბალანსი წარმოშობს კონფლიქტურ სიტუაციებს, რაც ერთმნიშვნელოვნად აისახება  სამუშაო გარემოზე.

ჩვენ გვჯერა ორგანიზაციის წარმატება იწყება ძლიერი და მოტივირებული სამუშაო კაპიტალით. ACT კვლევის კეთილდღეობის მატრიცა წარმოადგენს თანამშრომელთა კმაყოფილების შეფასების ინსტრუმენტს, რომელიც მოიცავს   ხუთ კატეგორიას:

  • ემოციური კეთილდღეობა
  • პროფესიული კეთილდღეობა
  • სოციალური კეთილდღეობა
  • ფიზიკური კეთილდღეობა
  • ფინანსური კეთილდღეობა

ამ გამოწვევების საპასუხოდ კორპორატიულ განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ თანამშრომლებისთვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნაზე. ორგანიზაციული კეთილდღეობის სისტემატური შეფასება კი ამ მიზნის მიღწევის მთავარი კომპონენტია.

კვლევა ეყრდნობა პოზიტიური ფსიქოლოგიის PERMA მოდელს, რომელიც ინდივიდუალური კეთილდღეობის მრავალ განზომილებას აერთიანებს. დამატებით, ჩვენ მატრიცაში ვამატებთ სხვა კრიტიკულ ინდიკატორებს, რაც კვლევას ჰოლისტურ და კომპლექსურ სახეს აძლევს.

კვლევის პროცესი:

  • რაოდენობრივი კვლევა ხორციელდება თვით-ადმინისტრირებადი ელექტრონული კითხვარების საშუალებით, რაც აუცილებელია მონაცემთა სიზუსტისა და სიღრმისეული ანალიზისათვის.
  • ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე, მუშავდება კეთილდღეობის გაუმჯობესების გეგმა, რომელიც მოიცავს:
    • მიზნობრივ ინტერვენციებს (ფოკუსჯგუფები, ქოუჩ-სესიები);
    • ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს;
    • სარეკომენდაციო სტრატეგიებს.

ACT კვლევის მიდგომა ემსახურება არა მხოლოდ თანამშრომელთა კეთილდღეობის გამოწვევების იდენტიფიცირებას, არამედ ეხმარება ორგანიზაციებს, შექმნან ჯანსაღი, მოტივირებული და პროდუქტიული სამუშაო გარემო, რომელიც თანამშრომლებს აძლევს პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას.

ციფრულ ეპოქაში წარმატების მისაღწევად ორგანიზაციებს სჭირდებათ ადაპტირებადი, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული კორპორატიული კულტურის დანერგვა. ჩვენი ციფრული ბარომეტრის მოდელი კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება, რათა მათ სწრაფად და ეფექტურად უპასუხონ ციფრულ გარემოში ახლადწარმოჩენილ გამოწვევებს. ციფრული ტექნოლოგიების წარმატებულად დანერგვის ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოება არის თანამშრომლების მხრიდან ცვლილებების არასათანადო მიმღებლობა, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება:

  • ციფრული ცნობიერებისა და კომპეტენციების ნაკლებობას;
  • ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივების წარუმატებელ გამოცდილებას;
  • არაეფექტიან ოპერაციებს;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოწვევებზე შესაბამისი პასუხის გაცემის უუნარობას;
  • კონკურენტუნარიანობის შემცირებასა და მომხმარებელთა მოლოდინების შეუსრულებლობას;
  • მონაცემების დანაწევრებულად მართვის პროცესს.

DSM მოდელი და მისი საფუძველი:

DSM მოდელი ეყრდნობა EU DigComp-ს და ორგანიზაციებთან მუშაობის ACT კვლევის მრავალწლიან გამოცდილებას. ის საშუალებას გვაძლევს, რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიით შეფასდეს ორგანიზაციის ციფრული უნარები და მაინდსეტი  6 ძირითად დომეინში:

  1. ციფრული მაინდსეტი  – ორგანიზაციის ღიაობა ინოვაციებისა და ცვლილებებისადმი;
  2. ციფრული უნარები – თანამშრომელთა ტექნოლოგიური კომპეტენციები;
  3. უსაფრთხოება – ინფორმაციული და მონაცემების დაცულობის სტანდარტები;
  4. ციფრული თანამშრომლობა – გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის ეფექტურობა;
  5. ინოვაციურობა – ტექნოლოგიების გამოყენება ახალი იდეებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად;
  6. ცვლილებებისადმი ღიაობა – ადაპტირების უნარი ციფრულ გარემოში.

მიზნები და შედეგები:

DSM მოდელი ორგანიზაციებს სთავაზობს სიღრმისეულ ანალიზს და ქმედით ინსტრუმენტებს, რათა გაძლიერდეს ციფრული კულტურა.
ძირითადი შედეგები:

  • ორგანიზაციის ციფრული მიდგომის ყოვლისმომცველ ანალიზი, რაც წარმოაჩენს განვითარების ძირითად მიმართულებებს;
  • ლიდერულ უნარებსა და კორპორატიულ კულტურაში ხარვეზების იდენტიფიცირება, რაც აუცილებელია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად;
  • ინოვაციებისა და ციფრული შესაძლებლობების ზრდის მხარდამჭერი ღონისძიებების შემუშავება ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებად.

DSM მოდელის საშუალებით მიღებული მონაცემები გარდაიქმნება ქმედით ინსაითებად, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზაციაში ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებას. ასეთი მიდგომა ავითარებს ცვლილებებისადმი ღიაობას და ქმნის წარმატებისთვის აუცილებელ  სამუშაო გარემოსა და პირობებს.