
ნინო კემულარია
აღმასრულებელი დირექტორი, ACT Research
ნინო კემულარია არის ACT Research-ის აღმასრულებელი დირექტორი და პარტნიორი. მისი ხელმძღვანელობით კომპანია ახალ სტრატეგიულ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მეტად გააძლიერა პოზიცია კვლევისა და მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკის სფეროში.
ნინოს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ბიზნესის მართვასა და ფინანსებში. ის წარმატებით უძღვებოდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას და დღესაც ეფექტურად მართავს როგორც სტრატეგიულ დაგეგმვას, ასევე ოპერაციულ პროცესებს.
ნინო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას, თანამშრომლების განვითარებას და ადამიანზე ორიენტირებულ ლიდერობას. მისი მოტივაციაა შექმნას გარემო, სადაც ინოვაცია, პროფესიული განვითარება და კლიენტზე ზრუნვა ერთმანეთთან ბალანსშია.
ნინო ფლობს Grenoble École de Management-ის MBA ხარისხს მენეჯმენტ კონსალტინგის მიმართულებით და ფინანსების ბაკალავრის დიპლომს კავკასიის უნივერსიტეტიდან.
2024 წელს ნინო კემულარია დასახელდა Forbes Georgia-ს "30 under 30" სიაში ფინანსების კატეგორიაში, როგორც ახალგაზრდა პროფესიონალი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიზნესის განვითარებაში.