ეისითი კვლევის CEO ნინო კემულარია CELA-ს წევრი გახდა

19 მაისი 2025

ეისითი კვლევის CEO ნინო კემულარია CELA-ს წევრი გახდა

19 მაისი 2025

ეისითი კვლევის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო კემულარია, შეირჩა Central Eurasia Leadership Alliance-ის (CELA) ლიდერშიპის აკადემიის CELA 18-ის მონაწილედ  რეგიონის მასშტაბით გამოცხადებულ მაღალკონკურენტულ პროცესში, რომელიც აფასებს ლიდერულ პოტენციალს, პროფესიულ მიღწევებსა და პოზიტიური ცვლილებების წარმართვის უნარს. 

CELA — ლიდერთა ქსელი, რომელიც გავლენას ახდენს რეგიონზე
Central Eurasia Leadership Alliance (CELA) დაარსდა 2002 წელს და წარმოადგენს საერთაშორისო ლიდერთა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქსელს. ის აერთიანებს 10-ზე მეტი ქვეყნის წამყვან პროფესიონალებს კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებიდან.  

CELA-ის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში ლიდერებს შორის თანამშრომლობას და შექმნას ქსელი, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვლილებებს. 

ნინო კემულარიას CELA წევრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს  მის როლს რეგიონული პროგრესის პროცესებში. 

გააზიარე: