
ბაზრის კვლევა
ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა შეისწავლოს ის გარემო, რომელშიც ოპერირებს ან ოპერირებას გეგმავს.
ACTR ბაზრის კვლევებს უკვე 23 წელია აწარმოებს. ჩვენი ანალიტიკოსები და მკვლევარები კი ქმნიან სიღრმისეულ ანალიზს, რომელიც საშუალებას გაძლევთ თამამად მიიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები — იქნება ეს ბაზარზე შესვლა, გაფართოება თუ პორტფოლიოს დივერსიფიკაცია.
რატომ არის საჭირო:
ბიზნესის ზრდა ვერ მოხდება იმის ცოდნის გარეშე, თუ რამდენად პერსპექტიულია ბაზარი, რომელშიც აპირებთ შესვლას. ACTR-ის ბაზრის პოტენციალის ანალიზი გეხმარებათ დაინახოთ არა მხოლოდ დღევანდელი მოცემულობა, არამედ ისიც, სად არის რეალური ზრდის პოტენციალი.
რისი გაგება შეგიძლიათ:
- რამდენად დიდია ბაზრის მოცულობა და რა ტემპით იზრდება
- რომელი სეგმენტები იძლევა ყველაზე დიდ შესაძლებლობას
- არსებობს თუ არა ბაზარზე შეღწევის ბარიერები და როგორ უნდა გადალახოთ ისინი
- როგორია მომხმარებლის მოთხოვნა და სად რჩება ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელი საჭიროებები
რას მიიღებთ შედეგად:
ACTR-ის ანალიტიკოსების მიერ მომზადებული ანალიზი საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ, ღირს თუ არა ბაზარზე შესვლა, როგორ დააპოზიციონიროთ თქვენი პროდუქტი თუ სერვისი, და რომელი სეგმენტი გახადოთ პრიორიტეტული. კვლევის შედეგები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი რისკები და დაზოგოთ თქვენი რესურსები.
რატომ არის საჭირო:
როდესაც კომპანია ბაზარზე ოპერირებს ან გეგმავს შესვლას, მას ბევრი კითხვა უჩნდება — „ვინ არიან სხვა მოთამაშეები?“, „რას აკეთებენ კარგად“, და რაც მთავარია — „როგორ გავხდეთ ჩვენ მათზე უკეთესი?“ კონკურენტული ანალიზი სწორედ ამ ლანდშაფტის ნათელ ხედვას გაძლევთ, რათა უკეთ გააცნობიეროთ, ვისთან ხართ კონკურენციაში და როგორ შეგიძლიათ მოიპოვოთ უპირატესობა.
რისი გაგება შეგიძლიათ:
- ვინ არიან თქვენი მთავარი კონკურენტები და როგორია მათი პოზიცია ბაზარზე
- როგორია მათი სტრატეგია და როგორ ახდენენ პოზიციონირებას
- რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე
- როგორია მათი ფასი, შეთავაზება, სერვისის სტილი და კომუნიკაცია
- როგორია მომხმარებლის ემოციური კავშირი მათ ბრენდთან
- როგორ პასუხობენ ისინი ბაზრის ცვლილებებს და ინოვაციებს
- რით ხიბლავენ მომხმარებლებს და რა მიმართულებით შეგიძლიათ უპირატესობის მოპოვება
რას მიიღებთ შედეგად:
კონკურენტული ანალიზი არ არის „ფუფუნება“ — ეს არის მნიშვნელოვანი ბიზნეს ინსტრუმენტი, რომელსაც ACTR-ის ანალიტიკოსები თქვენს სტრატეგიულ უპირატესობად აქცევენ. სწორედ ამ ცოდნაზე დაყრდნობით იქმნება ფასი, პორტფოლიო, კომუნიკაცია, გამოცდილება — ყველაფერი, რაც საბოლოოდ წყვეტს, იყიდის თუ არა მომხმარებელი თქვენს პროდუქციას ან ისარგებლებს თუ არა თქვენი მომსახურებით.
ჩვენი კვლევის შედეგად თქვენ შეძლებთ:
- იპოვოთ და დაიმკვიდროთ თქვენი ადგილი / ნიშა ბაზარზე
- ფეხი აუწყოთ კონკურენციას – აღმოფხვრათ თქვენი სისუსტეები და წინ წამოწიოთ თქვენი სიძლიერეები
- გაიგოთ რა არის თქვენი ნამდვილი უნიკალობა და შექმნათ ისეთი გამორჩეული შეთავაზება და გამოცდილება, რის გამოც მომხმარებელი თქვენ აგირჩევთ და /ან თქვენი ერთგული დარჩება
რატომ არის საჭირო:
ინდუსტრიები მუდმივად იცვლება — ჩნდება ახალი მოთამაშეები, იცვლება მომხმარებელი, ტექნოლოგიები და გლობალური ტენდენციები. ის, ვინც ვერ ერგება ამ ცვლილებებს, სწრაფად კარგავს პოზიციებს.
რისი გაგება შეგიძლიათ:
- როგორ იცვლება ქცევა და მოლოდინები თქვენს ინდუსტრიაში
- რომელი ტექნოლოგიური, სოციალური ან ეკონომიკური ტენდენციებია გარდამტეხი თქვენი ინდუსტრიისთვის
- რომელი ტენდენციები ხდება დომინანტური და რას მოითხოვს მომავალი
- როგორ რეაგირებენ ლიდერი კომპანიები ამ ცვლილებებზე
რას მიიღებთ შედეგად:
ACTR-ში 23 წლის მანძილზე დაგროვილი ინდუსტრიულ მონაცემებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენი ანალიტიკოსები დაგეხმარებიან იყოთ ერთი ნაბიჯით წინ. კვლევა დაგეხმარებათ პროდუქტის ან მომსახურების განახლებაში, აგარიდებთ მოძველებულ სტრატეგიებში ჩარჩენას და მოგცემთ განვითარებისა და ინოვაციური ნაბიჯების ინსპირაციას.
რატომ არის საჭირო:
გლობალიზაციის პირობებში ბიზნესს ხშირად უწევს არჩევანი გააკეთოს სხვადასხვა ბაზარს შორის, თუმცა ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მონაცემებზე დაფუძნებით არის მართებული. გეოგრაფიული ბაზრების შედარებითი ანალიზი გაძლევთ კონკრეტულ პასუხებს — სად არის რეალური შესაძლებლობები და სად — მხოლოდ მოჩვენებითი.
რისი გაგება შეგიძლიათ:
- რომელი ბაზარი არის ყველაზე მიმზიდველი თქვენი პროდუქტისთვის
- როგორია მომხმარებლის ქცევა, კონკურენცია და რეგულაციური გარემო სხვადასხვა ქვეყანაში
- რომელი ბაზარია ნაკლებად გაჯერებული და სადაა ზრდის მეტი პოტენციალი
რას მიიღებთ შედეგად:
ACTR 35 ქვეყანაში ოპერირებს. ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება საშუალებას გვაძლევს შევადაროთ ქვეყნები და რეგიონები მრავალი ინდიკატორის მიხედვით. ჩვენი ანალიზით შეძლებთ გააკეთოთ გონივრული არჩევანი, დაგეგმოთ საერთაშორისო გაფართოება და თავიდან აირიდოთ ძვირადღირებული ექსპერიმენტები.