
Brand Insights
ბრენდის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა უაღრესად მნიშვნელოვანია ეფექტიანი მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვის, გადაწყვეტილებებისა და, ზოგადად, ბიზნესის სწორად წარმართვისათვის. ზუსტი ინფორმაცის ფლობა ეხმარება კომპანიებს ბრენდის უპირატესობის, შესაძლებლობების და სირთულეების განსაზღვრაში და შესაბამისი, მიზანმიმართული ღონისძიებების გატარებაში.
„ACT კვლევა“ პარტნიორებს სთავაზობს ბრენდის სრულყოფილ შეფასებას წამყვანი მარკეტინგული მეთოდების მიხედვით, რომელიც ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს:
- ბრენდის ცნობადობა;
- მომხმარებლის მიერ ბრენდის მოხმარების გამოცდილება;
- ბრენდის კომპლექსური შეფასების მაჩვენებელი;
- ბრენდის მიმართ ლოიალობა;
- ბრენდის იმიჯი.
ბრენდის დღევანდელი მდგომარეობის დადგენა საშუალებას მოგცემთ, სწორად წარმოაჩინოთ ის ბაზარზე. არსებული მონაცემები შეგიძლიათ გამოიყენოთ საბაზო მაჩვენებლად და მასთან მიმართებაში გაზომოთ ბრენდის პროგრესი.
ბრენდის ცნობადობა ბაზარზე ბრენდის პოზიციონირების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. პოზიციონირება ბრენდის ინდივიდუალურობის ის ნაწილია, რომელიც ბრენდს გამოარჩევს თავისი კონკურენტებისგან. მომხმარებლის არჩევანი, შეიძინოს ესა თუ პროდუქტი თუ მომსახურება, დიდწილად სწორედ ბრენდის ინდივიდუალურობასა და ცნობადობაზეა დამოკიდებული.
„ACT კვლევა“ ეხმარება კომპანიებს, გაზომონ მათი ან მათი ბრენდის ცნობადობა ბაზარზე შემდეგი პარამეტრებით:
- სასურველ პროდუქტთან თუ მომსახურებასთან მიმართებაში რამდენად ახსენდებათ კონკრეტული ბრენდი.
- რამდენად მყარადაა აღბეჭდილი ესა თუ ის ბრენდი მომხმარებლის მეხსიერებაში.
- რამდენად იცის და რა ინფორმაცია აქვს მომხმარებელს ბრენდის შესახებ.
ბრენდის ცნობადობისთვის თვალყურის დევნება საშუალებას მოგცემთ, შეაფასოთ ბრენდის ამჟამინდელი პოზიციები და მიმდინარე მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობა.
მარკეტინგული კომპანიები დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ბრენდის იმიჯისა და რეპუტაციის შექმნაზე და ბაზარზე მის წარმატებულად პოზიციონირებაში. ამასთან, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ რამდენად ტრანსფორმირდება ეს ძალისხმევა შედეგში და ემთხვევა თუ არა ის მომხმარებლის რეალურ წარმოდგენებს ბრენდზე. ამის დასადგენად „ACT კვლევა“ კომპანიებს სთავაზობს კვლევას შემდეგი კომპონენტების მიხედვით:
- რა ტიპის ასოციაციები, წარმოდგენები და დამოკიდებულებები აქვთ მომხმარებლებს ბრენდის მიმართ;
- ბრენდის პერსონალური აღქმა;
- ბრენდის ძლიერი და სუსტი მხარეები;
- ბრენდის პოზიციონირების სურათი/სქემა;
- რეპუტაციის შეფასება.
„ACT კვლევა“ ეხმარება მარკეტერებს, ეფექტურად წარმოაჩინონ ბრენდი ბაზარზე, მოიძიონ ბრენდის კაპიტალის მაქსიმალური ოპტიმიზაციის შესაძლებლობები და მოახდინონ მათი რეალიზაცია.