სარეკლამო-საკომუნიკაციო მასალების ტესტირება

რეკლამისა და საკომუნიკაციო საშუალებების აქტიურად გამოყენების საბოლოო მიზანი სამიზნე აუდიტორიისთვის სწორი და ზუსტი გზავნილების მიწოდება და პროდუქტითა თუ მომსახურებით მათი დაინტერესებაა. პოტენციური სეგმენტის განწყობის, გემოვნებისა და შეხედულებების ცოდნა გვეხმარება, ზუსტად განვსაზღვროთ მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის  ფორმა, შინაარსი თუ სიხშირე.

სარეკლამო-საკომუნიკაციო მასალების ტესტირება დაგეხმარებათ, ზედმიწევნით განსაზღვროთ თქვენი გზავნილების სიზუსტე, სამიზნე აუდიტორიის მიმღებლობა და მოლოდინები, სწორად წარმართული სარეკლამო-საკომუნიკაციო კამპანია კი საბოლოო მიზნის მიღწევის წინაპირობაა.

ჩვენი მიზანია, კომპანიებს ჩამოვუყალიბოთ სარეკლამო კონცეფციის სწორი ხედვა,  პოტენციური მომხმარებლის  განწყობისა და დამოკიდებულების მიხედვით შევარჩევინოთ   ზუსტი მესიჯები,   ორიენტირება მოვახდინოთ იმ დეტალებზე, რომელთა გაუმჯობესებაც ხელს შეუწყობს მარკეტინგული კამპანიის ეფექტიანობის ზრდას.

მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სარეკლამო-საკომუნიკაციო მასალა გაცილებით ქმედითს და ეფექტიანს ხდის სამიზნე აუდიტორიისთვის მისაწოდებელ მესიჯებს, რაც,  თავის მხრივ, პროდუქტისა და, შესაბამისად, ბიზნესის წარმატების წინაპირობაა.

მედიადამოკიდებულების ანალიზი

მედიადამოკიდებულების ანალიზი წარმატებული და ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვის აუცილებელი პირობაა. დღევანდელ ციფრულ სამყაროში კომპანიებს კარგად ესმით მასმედიის როლი მომხმარებელთა მოზიდვის თვალსაზრისით. მათ გაცნობიერებული აქვთ, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმირებული აუდიტორია და ის, რომ ამისთვის თავად ბიზნესი უნდა მოერგოს ინფორმაციის მიმწოდებელ ახალ მედიაპლატფორმებსა და წყაროებს.

ACT კვლევა კომპანიებს სთავაზობს სამიზნე აუდიტორიისა და სხვადასხვა  სოციალური ჯგუფების მედიადამოკიდებულების კვლევასა და განსხვავებული მედიასაშუალებების გამოყენების ეფექტიანობის ანალიზს, მედიის გავლენების, ტენდენციებისა და  დინამიკის  შესწავლას და მათ ზემოქმედებას სამომხმარებლო ბაზარზე.

მსგავსი ანალიზი კომპანიებს საშუალებას აძლევს, განსაზღვრონ

  • აძლევს, განსაზღვრონ მიზანმიმართული და ზუსტი მარკეტინგული სტრატეგიები

  • აწარმოონ წარმატებული სარეკლამო კამპანიები  და  შეამცირონ მისი ხარჯები

  • გააძლიერონ კონტენტი და გაზარდონ ბიზნესის საქმიანობის არეალი

მედიადამოკიდებულების ანალიზი აუცილებელი პირობაა იმისა, რომ კომპანიები მუდამ კონკურენტუნარიანები იყვნენ  თანამედროვე სწრაფად განვითარებად ბაზარზე.