
მარიამ ფაჩუაშვილი
მონაცემთა ბაზებისა და სტატისტიკის გუნდის ლიდი
მარიამ ფაჩუაშვილი არის ACT კვლევის მონაცემთა ბაზებისა და სტატისტიკის გუნდის ლიდი, რომელსაც მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების და რეპორტინგის 3 წლიანი გამოცდილება აქვს.
იგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ბაკალავრის და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს, მონაცემთა ანალიზის მიმართულებით.
მარიამი ასევე აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში – იგი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მოწვეული ლექტორია ბიზნეს მონაცემთა ანალიზსა და კვლევის მეთოდებში. პარალელურად, სწავლების ასისტენტის პოზიციას იკავებს სტატისტიკის, ალბათობის, მონაცემთა ანალიზისა და პროგრამირების მიმართულებით.