თანამშრომელთა კვლევები

თანამშრომლები მხოლოდ პროცესების შემსრულებლები არ არიან — ისინი არიან თქვენი კომპანიის კულტურის მატარებლები, ზრდის მამოძრავებლები და ინოვაციის წყარო. ACTR-ის თანამშრომლებზე ორიენტირებული კვლევები გაწვდით ზუსტ სურათს შიდა პროცესების, განწყობების, მოტივაციისა და ქცევების შესახებ და გეხმარებათ შექმნათ ჯანსაღი, ჩართული და პროდუქტიული სამუშაო გარემო.

რატომ არის მნიშვნელოვანი:

ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატების წინაპირობას ქმნის კომპანიის ნათელი ხედვა, ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურა და დასახული მიზნების ეფექტიანი აღსრულება. თუ ორგანიზაციას ჩავარდნა აქვს რომელიმე მიმართულებით, ის უბრალოდ ვერ შეძლებს ახალი შესაძლებლობების ათვისებასა თუ არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევას. POWER3® დიაგნოსტიკა ეისითის უნიკალური მეთოდოლოგიაა, რომელიც შეისწავლის ორგანიზაციის სიჯანსაღეს ამ სამი მიმართულებით და ახდენს მის დიაგნოსტირებას.

რისი გაგება შეგიძლიათ:

  • რამდენად ნათელია ორგანიზაციის ხედვა თანამშრომლებისთვის
  • რამდენად ჯანსაღია ორგანიზაციული კულტურა და ურთიერთობები
  • როგორია ლიდერშიფის სტილი და მართვის ეფექტიანობა
  • რამდენად ეფექტურია აღსრულება და მისი მექანიზმები: სისტემები, პროცესები, რესურსები
  • სად იკვეთება აზრთა თანხვედრა და სად არის განსხვავება მენეჯმენტისა და თანამშრომლების შეფასებებს შორის შორის

რას მიიღებთ შედეგად:

POWER3® დიაგნოსტიკის ფარგლებში თქვენ შეძლებთ დაინახოთ ორგანიზაცია, როგორც მისი მმართველი გუნდის, ისე მისი თანამშრომლების თვალით; აღმოაჩინოთ მსგავსება და განსხვავებები მათ მოსაზრებებს შორის. ნათლად დაინახოთ ორგანიზაციის მართვის გასაუმჯობესებელი მხარეები და მისი განვითარების პოტენციალი. გარდა სიღრმისეული ანალიზისა, POWER3® დიაგნოსტიკის ეისითის მიერ შემუშავებული უნიკალური ინსტრუმენტი რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციულ ინდექსს მოგცემთ, რომელიც დიაგნოსტიკის შემდეგ ორგანიზაციაში გატარებული სამუშაოების შედაგად

მიღებული პროგრესის მონიტორინგისა და შეფასების შესაძლებლობას მოგცემთ. ეს ინდექსებია:

ძირითადი (POWER3 კონცეფციის ფარგლებში):

  • POWER3 Index – ორგანიზაციის ჯამური სიძლიერის მაჩვენებელი
  • Vision Clarity Index – ორგანიზაციის ხედვის სიცხადის ინდექსი
  • Culture Health Index – ორგანიზაციული კულტურის სიჯანსაღის ინდექსი
  • Execution Effectiveness Index – აღსრულების მექანიზმების ეფექტიანობის ინდექსი

დამატებითი ინდექსები:

  • Leadership Effectiveness Index – ორგანიზაციის ლიდერშიფის ეფექტიანობის ინდექსი
  • Employee Engagement Index – თანამშრომელთა ჩართულობის ინდექსი
  • Collaboration Index – ინდივიდებისა და გუნდების კოლაბორაციის ინდექსი
  • Alignment Index – შეთანხმებულობისა და კოორდინირებულობის ინდექსი
  • Consistency Index – გადაწყვეტილებებისა და ქმედებების თანმიმდევრულობის ინდექსი

რატომ არის მნიშვნელოვანი:

თანამედროვე ტალანტები დღეს მხოლოდ ხელფასს არ აფასებენ — ისინი არჩევენ კულტურას, ღირებულებებს და იმ შთაბეჭდილებას, რასაც კომპანია ტოვებს როგორც დამსაქმებელი. დამსაქმებლის ძლიერი ბრენდი კი, არა მხოლოდ ამყარებს პოზიციას დასაქმების ბაზარზე, არამედ ზრდის თანამშრომელთა ლოიალობასა და მოტივაციას.

რისი გაგება შეგიძლიათ:

  • რამდენად ცნობადია თქვენი ბრენდი როგორც დამსაქმებელი, როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორიის თვალში
  • როგორ აღიქვამენ თანამშრომლები თქვენს EVP-ს (Employee Value Proposition) — რას აფასებენ და რას აკრიტიკებენ
  • რა განაპირობებს ბრენდისადმი ერთგულებას ან გაუცხოებას
  • რამდენად თანხვედრაშია თანამშრომელთა მოსაზრებები კომპანიის იმიჯთან, ღირებულებებსა და მიზნებთან
  • როგორია თქვენი ბრენდის პოზიციონირება კონკურენტული დასაქმების ბაზარზე

რას მიიღებთ შედეგად:

ACTR-ის მოდელი ეფუძნება Keller-ის Brand Equity Framework-ის ადაპტირებულ ვერსიას და მოიცავს ოთხ ძირითად ბლოკს:

  1. ცნობადობა და თვალსაჩინოობა
  2. იმიჯი და ასოციაციები
  3. EVP პოზიციები
  4. ადვოკატირება და ლოიალურობა

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეძლებთ:

  • შექმნათ განსხვავებული, გამორჩეული და ავთენტური დამსაქმებლის ბრენდი
  • გააუმჯობესოთ სამუშაო კულტურა და გარემო ისე, რომ ის რეალურად ემთხვეოდეს თქვენი ბრენდის დაპირებას
  • გაზარდოთ ლოიალობა, შეამციროთ გადინება და მოიზიდოთ შრომის ბაზარზე არსებული საუკეთესო ტალანტები.

დამსაქმებლის ბრენდის გაუმჯობესებით ორგანიზაციები  არა მხოლოდ ამყარებენ საკუთარ პოზიციებს ბაზარზე, არამედ აძლიერებენ თავიანთი კომპანიების ინდივიდუალიზმს, რაც თანამშრომლების ლოიალობის გაზრდისა და ახალი ტალანტების მოზიდვის საწინდარია.

რატომ არის მნიშვნელოვანი:

თანამშრომლების კეთილდღეობა პირდაპირ აისახება მათ მოტივაციაზე, პროდუქტიულობასა და საერთო სამუშაო კლიმატზე. გადაჭარბებული სტრესი, ემოციური დაძაბულობა და პროფესიული გადაღლილობა იწვევს ჩართულობის დაქვეითებას, კონფლიქტებს გუნდის შიგნით და თანამშრომელთა გადინებას. ჩვენ გვჯერა, რომ ორგანიზაციის წარმატება ძლიერი და მოტივირებული თანამშრომლებით იწყება.

რისი გაგება შეგიძლიათ:

  • როგორია თქვენი თანამშრომლების ემოციური, პროფესიული, სოციალური, ფიზიკური და ფინანსური მდგომარეობა
  • სად არის სტრესისა და უკმაყოფილების ძირითადი წყაროები
  • რა ბარიერებს აწყდებიან თანამშრომლები ყოველდღიურ საქმიანობაში
  • რამდენად აკმაყოფილებს ორგანიზაცია თანამშრომელთა მოლოდინებს კეთილდღეობის კუთხით
  • როგორ განსხვავდება კეთილდღეობის დონე სხვადასხვა სეგმენტებში

რას მიიღებთ შედეგად:

კვლევა ეყრდნობა პოზიტიური ფსიქოლოგიის PERMA მოდელს, რომელიც ინდივიდუალური კეთილდღეობის მრავალ განზომილებას აერთიანებს. დამატებით, ჩვენ მატრიცაში ვამატებთ სხვა კრიტიკულ ინდიკატორებს, რაც კვლევას ჰოლისტურ და კომპლექსურ სახეს აძლევს. ჩვენ ვიყენებთ რაოდენობრივ მეთოდებსა და ექსპერტულ ინტერპრეტაციას, რათა დაგეხმაროთ:

  • შეაფასოთ გუნდის კეთილდღეობა ხუთ კატეგორიაში (ემოციური, პროფესიული, სოციალური, ფიზიკური, ფინანსური)
  • მიიღოთ რისკების, სტრესის წყაროებისა და სუსტი წერტილების ნათელი ხედვა
  • შეიმუშაოთ მიზნობრივი ინტერვენციები — ქოუჩინგი, ტრენინგები, ჯგუფური კონსულტაციები
  • შექმნათ ძლიერი და მხარდამჭერი შიდა გარემო, რომელიც ზრდის მოტივაციას და ამცირებს გადინების რისკებს

ეს კვლევა ემსახურება არა მხოლოდ თანამშრომელთა კეთილდღეობის გამოწვევების იდენტიფიცირებას, არამედ ეხმარება ორგანიზაციებს, შექმნან ჯანსაღი, მოტივირებული და პროდუქტიული სამუშაო გარემო, რომელიც თანამშრომლებს აძლევს პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი:

თანამშრომლის გამოცდილება პირდაპირ მოქმედებს ორგანიზაციის პროდუქტიულობაზე, ინოვაციურობასა და რეპუტაციაზე. პოზიტიური გამოცდილება ქმნის მოტივირებულ, ერთგულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს. ხოლო ნეგატიური გამოცდილება იწვევს გადინებას, ჩართულობის დაკარგვას და შეიძლება დააზიანოს კომპანიის ყოველდღიური ოპერაციები და გრძელვადიანი მიზნები.

რისი გაგება შეგიძლიათ:

ACTR-ის EX დიაგნოსტიკა ფოკუსირებულია თანამშრომელთა გამოცდილების სრულ ციკლზე — შერჩევიდან წასვლამდე. ჩვენ ვაანალიზებთ ექვს ძირითად ეტაპს:

  1. შერჩევა – როგორია კანდიდატის პირველადი გამოცდილება
  2. ადაპტაცია – რამდენად ეფექტურად ეწყობა თანამშრომელი ახალ გარემოს
  3. ჩართულობა – რამდენადაა თანამშრომელი მოტივირებული და პროცესებში ჩართული
  4. განვითარება – რა შესაძლებლობებს ხედავს კარიერული ზრდისთვის
  5. წახალისება – რამდენად სამართლიანად აღიქვამს კომპენსაციასა და აღიარებას
  6. დამშვიდობება – როგორია წასვლის პროცესი და რა ემოციური კავშირი რჩება კომპანიასთან

ანალიზის შედეგად პასუხს მიიღებთ შემდეგ კითხვებზე:

  • როგორია თანამშრომელთა ემოციური გამოცდილება ცალკეულ ეტაპზე
  • რომელი საკვანძო წერტილებია განსაკუთრებით კრიტიკული ან პრობლემური
  • რა ფაქტორები განაპირობებს ჩართულობას, ლოიალობას ან უკმაყოფილებას
  • როგორია ორგანიზაციის როგორც დამსაქმებლის შინაგანი აღქმა
  • როგორ განსხვავდება გამოცდილება სხვადასხვა განყოფილებებსა და თანამშრომელთა სეგმენტებში

შედეგად მიიღებთ:

ACTR-ის EX დიაგნოსტიკა გაწვდით არა მხოლოდ სტატისტიკურ სურათს, არამედ თანამშრომელთა გამოცდილების რეალურ ნარატივს — რას გრძნობენ, რა აღიზიანებთ და რა აძლიერებს მათ შიდა მოტივაციას.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიიღებთ:

  • თანამშრომელთა გამოცდილების სრული ციკლის ანალიზს
  • მტკივნეული წერტილებისა და ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიკაციას
  • პრაქტიკულ რეკომენდაციებს ცვლილებებისთვის, თითოეული ეტაპის მიხედვით
  • სტრატეგიულ ხედვას, რომელიც გეხმარებათ ააწყოთ ადამიანზე ორიენტირებული, მდგრადი და მიმზიდველი სამუშაო გარემო

ეს კვლევა გახდება თქვენი გზამკვლევი გუნდის გაძლიერებისა და კორპორატიული კულტურის გაჯანსაღებისთვის.

რატომ არის მნიშვნელოვანი:

ციფრული ტრანსფორმაცია არ იწყება ტექნოლოგიებით — ის იწყება ადამიანებით.
ციფრულ გარემოში წარმატების მისაღწევად, ორგანიზაციებმა უნდა განავითარონ არა მხოლოდ სისტემები და პლატფორმები, არამედ თანამშრომელთა ციფრული ცნობიერება, უნარები და ღირებულებები.

შეცვლილ ციფრულ რეალობაზე სწრაფი და მოქნილი პასუხი შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, როცა თანამშრომლები ადეკვატურად აღჭურვილნი არიან ციფრული კომპეტენციებით და მზად არიან ინოვაციური მიდგომებისთვის.

რისი გაგება შეგიძლიათ:

DSM მოდელი ეფუძნება EU DigComp Framework-სა და ACTR-ის მრავალწლიან პრაქტიკას — და მოიცავს ექვს ძირითად დომეინს:

  1. ციფრული მენტალიტეტი — ინოვაციებისა და ცვლილებებისადმი ღიაობა
  2. ტექნოლოგიური კომპეტენციები — თანამშრომელთა უნარები ციფრულ ინსტრუმენტებთან
  3. უსაფრთხოება — მონაცემებისა და ინფორმაციის დაცულობა
  4. ციფრული თანამშრომლობა — გუნდის შიდა კომუნიკაცია და ციფრული კოორდინაცია
  5. ინოვაციურობა — ტექნოლოგიების გამოყენება პრობლემების გადაჭრისთვის
  6. ცვლილებებისადმი მზადყოფნა — ადაპტაციის უნარი ციფრულ ტრანსფორმაციაში

კვლევის შედეგად თქვენ გაიგებთ:

  • როგორია ორგანიზაციის ციფრული კულტურა და ცვლილებებისთვის ღიაობა
  • რამდენად კარგად ფლობს გუნდი ციფრულ უნარებს და ტექნოლოგიურ კომპეტენციებს
  • სად არის ციფრული ბარიერები — ცოდნაში, დამოკიდებულებებსა თუ პრაქტიკაში
  • რამდენად ეფექტიანია თანამშრომლობა, უსაფრთხოება და ინოვაციურობა ციფრულ გარემოში
  • როგორ აღიქვამენ თანამშრომლები ციფრულ ცვლილებებს და როგორ რეაგირებენ მათზე

რას მიიღებთ შედეგად:

DSM ბარომეტრი გაწვდით მკაფიო ხედვას, სად დგას თქვენი ორგანიზაცია ციფრულ განვითარებაში და როგორია მისი ინოვაციური პოტენციალი.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიიღებთ:

  • დასკვნებს თანამშრომელთა ციფრული უნარების, კომპეტენციებისა და კულტურის შესახებ
  • იმ მიმართულებების იდენტიფიცირებას, სადაც საჭირო ხდება ორგანიზაციული მხარდაჭერა
  • სტრატეგიულ რეკომენდაციებს ციფრული უნარების გაძლიერებისა და ტრანსფორმაციის ხელშეწყობისთვის
  • ციფრული ცვლილებებისადმი ღიაობის გაზრდის პრაქტიკულ გზებს

DSM ბარომეტრი არ არის მხოლოდ დიაგნოზი — ის არის ციფრულად მომზადებული, მოქნილი და კონკურენტუნარიანი ორგანიზაციის შექმნის ქმედითი გეგმა.