AI ინტერვიუერის საპილოტე პროექტი გაეშვა – “ეისითი კვლევა” საქართველოში ინოვაციურ სერვისს ნერგავს

AI ინტერვიუერის საპილოტე პროექტი გაეშვა – “ეისითი კვლევა” საქართველოში ინოვაციურ სერვისს ნერგავს
კვლევითი კომპანია ACTR საქართველოს ბაზარზე პირველად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ხმოვან ვირტუალურ ინტერვიურს, რომლის საპილოტე პროექტიც უკვე ჩაშვებულია სატელეფონო გამოკითხვების ფორმატში.
ახალი, სრულად ციფრული გადაწყვეტა საშუალებას აძლევს კომპანიებს ჩაატარონ მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგებული კვლევები მინიმალური დანახარჯებით, მოკლე დროში და ოპტიმიზებული რესურსებით. ტექნოლოგია ინტეგრირდება „ეისითი კვლევის“ (ACTR) სატელეფონო კვლევების პროცესში და განკუთვნილია როგორც რეგულარული, ისე ერთჯერადი გამოკითხვებისთვის.
AI ვირტუალური ინტერვიუერის ძირითადი უპირატესობებია:
გამოკითხვის სისწრაფე და მასშტაბურობა – მონაცემები გროვდება რეალურ დროში, ფართო მასშტაბის აუდიტორიისგან;
რესურსების დაზოგვა – ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელს ხდის ხარჯების ოპტიმიზაციას;
პროცესის ავტომატიზაცია – AI ინტერვიუერი მართავს ინტერვიუს წინასწარ გაწერილი სცენარით და პასუხებს ამუშავებს ტექნოლოგიური ალგორითმით;
ტექნოლოგიური მოქნილობა – ახალი ტექნოლოგიური პროდუქტი კვლევების სწრაფად დაგეგმვის, მართვისა და შედეგების დროულად მიღების შესაძლებლობას ქმნის.
ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც AI ინტერვიუერი ხმოვანი კომუნიკაციის ფორმატში იქნება რეალურ სატელეფონო კვლევებში. ACTR-ის მიზანია გაამარტივოს და დააჩქაროს მონაცემების მიღების პროცესი, იმისათვის რომ კომპანიებმა სწრაფად და ეფექტიანად მიიღონ გადაწყვეტები მომხმარებელთა შეხედულებებსა და ბაზრის ტენდენციებზე დაყრდნობით.
“ეისითი კვლევა” აგრძელებს ინოვაციების დანერგვას და პარტნიორებისთვის თანამედროვე კვლევითი პროდუქტების შეთავაზებას, რათა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები გახდეს უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი.